Загрузка...
ნიკა ფუტკარაძე - ექვსი წვეთი / nika futkaradze - eqvsi tsveti - 15 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 15 » ნიკა ფუტკარაძე - ექვსი წვეთი / nika futkaradze - eqvsi tsveti


7:30 PM
ნიკა ფუტკარაძე - ექვსი წვეთი / nika futkaradze - eqvsi tsveti


© ეძღვნება ბათუმელ პოეტებს

ინათებს დღე ცაზე ღრუბლის ბატკანთან,
ვითომ ჩემი დღეც მკრთალი შეთბა ლამპართან,
ვითომ მზის ალმასობა ოქროსფრად მლევდა,
სად არიან ისინი, სადღა გაჰქრნენ ნეტავ?
ვღელავ, მონატრება გადამექცა ცეცხლად,
დაისერა გული, ვეღარ იტევს ფეთქვას,
გულმა ექვსი წვეთი წვეთ-წვეთობით წვეთა
და მე ცეცხლი გამინელა ნელა-ნელა.
გიორგი, სულხანი, როინი, აჩი,
მინდია, გენრი. . .
ცას მოწყვეტილი ლაღი მტრედები,
ვინ ჩამიძგერებს ამ გულის ძგერას?
Gგამომეცხადნენ ის ექვსნი ერთად,
სულის აკიდოს შეახეს ხელი,
მეც მეგობრულად გავფურჩქნე სული,
შეახეთ გული გამთბარი ძგერით,
მზე მთვარე თითქოს აიწიენ და
ჩარჩენ ძველი დროის ლამაზ ტევრებთან,
ლექსებს ვძოვთ თითქოს,
მე მესიზმრება, ცხადია ვითომ?!
ლურჯი ღრუბლები გათეთრდა ისევ,
ექვსი პოეტი გალურჯდა მელნით.
გიორგი, სულხანი, როინი, აჩი,
მინდია გენრი. . .

© 24.06.10 წ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1753 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0