Загрузка...
ნიკა ფუტკარაძე - ახლა ხელებით ვეპყრობი ცას / nika futkaradze - akhla khelebit vepkrobi cas - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » ნიკა ფუტკარაძე - ახლა ხელებით ვეპყრობი ცას / nika futkaradze - akhla khelebit vepkrobi cas


12:28 PM
ნიკა ფუტკარაძე - ახლა ხელებით ვეპყრობი ცას / nika futkaradze - akhla khelebit vepkrobi cas


ახლა ხელებით ვეპყრობი ცას,
მე ყელს ვიგრძელებ როგორც ოცნება,
რათა ღმერთისთვის ძღვნა იყოს გული,
რათა გაგორდეს ცხოვრების ბურთი.
აღარ ტირიხარ ჩამქრალ თვალებთან,
აღარ ოცნებობ ჩასულ მზისათვის,
ახლა ვუყურებ ვარსკლავთა ცვენას,
ახლა ცრემლები ნაზად გელევა.
ახლა ჭურშია ჩასხმული ღვინო
და შემოდგომამ დაცრემლა სული,
ახლა სისხლშიც კი ჭაღარა მიდუღს,
ჩემი სიცოცხლე ლექსებით სუნთქავს.
აღარა მინდა ლექსის გარეშე,
მაშ, დროა, გუმბათს დარეკონ ზარი,
მაშ, დროა, ბედისწერავ სიცოცხლე ძარი!
ულექსოდ როგორ ავფრინდე ცაში,
ლექსი სისხლია, ვენებში მთვრალი,
ულექსოდ როგორ დავაცხრე ჩემ გულს
და როგორ ვუთხრა სალამი ჩემს სულს.
ბევრი ვლექსე და ახლა ცხოვრება მლექსავს,
დროა, უჩემოდ იქროლოს ქარმა,
მე ლექსით ვიწყებ ცხოვრებას ახლა,
ლექსით ვამთავრებ ცხოვრების ზღაპარს.

© 14.10.10წ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1210 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0