Загрузка...
ირაკლი აბაშიძე - დაგვტოვეთ მარტო / irakli abashidze - dagvtovet marto - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 2:04 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » ირაკლი აბაშიძე - დაგვტოვეთ მარტო / irakli abashidze - dagvtovet marto


3:42 PM
ირაკლი აბაშიძე - დაგვტოვეთ მარტო / irakli abashidze - dagvtovet marto


დაგვტოვეთ მარტო!..
მე დღეს ხმაც და სიმიც დამაცვდა,
იმ საზღვრის ხაზთან,
იმ შავ ხაზთან
დღეს მეც შევჩერდი.
დაგტოვეთ მარტო-
ერთი სიტყვაც
მაქვს ქვეყანასთან,
დაგვტოვეთ მარტო
ახლა მე და ეს მზისქვეშეთი.
მე ცამდე სავსე
ათას დრამით, ათას ქარიშხლით,
ყველა ქარიშხლის
ყველა დრამის
სუნთქვით მცნობელი...
ერთი რამ სიტყვაც,
ერთიც დამრჩა
მე ანგარიში-
დაგვტოვეთ მარტო
მე და ჩვენი წუთისოფელი.
მე მისი ჯიში,
სისხლი მისი
და მისიანი,
მე ხმა შენდობის
ხმა იმედის
ხმა დამშვიდების;
ქება-დიდებით მე ვავსებდი
ამ დიდ მზიანეთს,
სხვა რამ არ მითქვამს
გარდა
ქება-დიდების.
ახლა დავკეცოთ,
ახლა დავდოთ,
ახლა დავხუროთ
რაც რამ დამთავრდა,
რაც რამ გაქრა,
რაც რამ დანაცრდა...
უშუამავლოდ, უმსაჯულოდ, უმეთვალყუროდ
დამტოვეთ მარტო
მე ამ დღესთან, ამ ქვეყანასთან..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1180 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0