Загрузка...
ტიციან ტაბიძე - ავტოპორტრეტი / tician tabidze - avtoportreti - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-22, 2:04 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » ტიციან ტაბიძე - ავტოპორტრეტი / tician tabidze - avtoportreti


3:51 PM
ტიციან ტაბიძე - ავტოპორტრეტი / tician tabidze - avtoportreti


უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები,
სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა.
იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები,
მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.

მასსენეს ელოდენ დათლილი თითები,
ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები
სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები,
ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით.

აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი,
ვოცნებობ ბაღდათზე მოღლილი დენდი,
ვფურცლავ მალარმეს „Divagations“-ს.

იყავი რაც გინდა, შავი, საცოდავი,
ცხოვრება, ხელში მაქვს მე შენი სადავე,
რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1489 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0