Загрузка...
ტიციან ტაბიძე - ... და გარიბალდის წითელი ქუდი / tician tabidze - ... da garibaldis tsiteli qudi - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » ტიციან ტაბიძე - ... და გარიბალდის წითელი ქუდი / tician tabidze - ... da garibaldis tsiteli qudi


3:58 PM
ტიციან ტაბიძე - ... და გარიბალდის წითელი ქუდი / tician tabidze - ... da garibaldis tsiteli qudi


სულ ბავშვი ვიყავ და პირტიტველი
მერცხალის გული მქონდა საგულეს,
როცა მიწვევდა ბრძოლა პირველი,
ბრძოლა, რომელიც მე არ მარგუნეს.
ცხრაას თვრამეტის ვიგონებ აპრილს
და თათრებიდან დაქცეულ ბათომს.
ვხედავ ქართველ ჯარს იარაღაყრილს
და ეს სირცხვილი დღესაც ძვალს ათბობს.
გვიდუღდა სული შურისძიების,
ამ ცა და ქვეყნის გადარევაში
ჩვენი წყურვილი იყო - ეგების
აგვეღო თათრის ერთი რევანში.
ზემოთში ვდგევართ... და მტერს მოველით.
ყველა ჩვენგანი ფალავანია.
სახეში გვირტყავს ქარი სოველი,
გულები ციხის გალავანია.
ახალციხიდან მოტირის მტკვარი,
გვილოცავს ბავშვებს ახალ ასპინძას.
თათრების ტყვიის ცეცხლით გამთბარი
მდუღარე ცრემლი თვალებს აგიწვავს.
გადაიკარგენ, წავიდენ, გაჰქრენ
ახალგაზრდობის მშფოთვარე წლები.
გულიც ეჭვებმა მაგრად გასარმეს,
კუბოს სანთლებად დგანან ნაძვები.
გულო, გეყოფა ასად გახდომა,
იმ გაზაფხულის ცეცხლით აქუხდი.
ამას გავალებს ახალგაზრდობა
და გარიბალდის წითელი ქუდი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1252 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0