Загрузка...
ტიციან ტაბიძე - ამოდის ნათდება! / tician tabidze - amodis natdeba! - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 1:55 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » ტიციან ტაბიძე - ამოდის ნათდება! / tician tabidze - amodis natdeba!


4:01 PM
ტიციან ტაბიძე - ამოდის ნათდება! / tician tabidze - amodis natdeba!


ამომავალ მზის ოქროს ნათელი
თავზე ადგება საქართველოს მთებს,
და ნამქერებში ღამე ნათევი
მთვარე ანათებს და არც ანათებს.

ზევით ღრიალით მიგორავს თერგი,
ქვევით გრიალი გაუდის არაგვს,
მზეს გაუდვნია ყინულის ქერქი,
მთა დაუფშვნია უხილავ წერაქვს.

ქარს მიაქვს თოვლი და მიიხვეტავს,
გადააფარებს ყაზბეგს შვინდებად,
შერცხვეს ვაჟკაცი, თუ ამ მზეს ხედავს
და სიკვდილს კიდევ შეუშინდება.

მივჩერებივარ ცას გაკვირვებით
და აღმიტაცებს სიცოცხლის ფეთქვა.
ვაჟა-ფშაველას ვსუნთქავ ფილტვებით,
ხიმიკაურის გული ჩამედგა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2185 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0