Загрузка...
თამარ იკოშვილი - წლებში წარსულის ანარეკლი მახინჯდებოდა / tamar ikoshvili - tslebshi tsarsulis anarekli makhinjdeboda - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » თამარ იკოშვილი - წლებში წარსულის ანარეკლი მახინჯდებოდა / tamar ikoshvili - tslebshi tsarsulis anarekli makhinjdeboda


4:21 PM
თამარ იკოშვილი - წლებში წარსულის ანარეკლი მახინჯდებოდა / tamar ikoshvili - tslebshi tsarsulis anarekli makhinjdeboda


წლებში წარსულის ანარეკლი მახინჯდებოდა

უყვარდა მაინც სიცოცხლეზე სულელი ფიქრი,

თუ კი სატანას მისი ბედი ავიწყდებოდა

მაშინ შენ ზიზღო მას შიგნიდან როგორღა ღრღნიდი?...

მაშ,მე ჯანდაბას–არდავეძებ დაე სხვა ნახე

თუნდაც ის ქალი შენს ცხოვრებას რომ არ უხდება,

უსუსურია თქვენი ყოფნა ამ ქვეყანაზე

სისიხლი ძარღვებში იჭედება–უფერულდება....

არავარ გიჟი არა!მიჯობს ცოცხალს გგლოვობდე

ვიდრე სიკვდილით გავაცოცხლო ტანჯვა მარადი,

შიში აღარ მაქვს აღარაფრის ჰო და შენც გძულდე

ო,ჯოჯოხეთო ხედავ როგორ გაგითამამდი?..

იცით?მეც მომკლეს,მეც დამმარხენ,მეც არ დამინდვენ

გადამაფარენ მივიწყება როგორც საბანი,

უფლისკენ ხელი ცივი გულით წამაღებინენ

სისხლით შევღებე საბოლოოდ მშრალი კალამი...

მიწიდან ზეცას აშორებდა შავი ღრუბელი

დიახ!ოცნება მიუწვდომელ ვარსკვლავებს ჰგავდა,

უკანასკნელად ჩავისუნთქე მძიმე ჰაერი

რადგან:სიყვარულს სიძულვილი უღმერთოდ კლავდა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1257 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0