მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » შოთა იათაშვილი - არის ბოლოს კაიც / shota iatashvili - aris bolos kaic
4:26 PM შოთა იათაშვილი - არის ბოლოს კაიც / shota iatashvili - aris bolos kaic
ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ, განა? არა გევხარ ქურდს და არა გევხარ განაბს. შეამაგრებ მაინც ბირჟას ფეხზე დგომით, სიგარეტის წევით, მშობლიური "გომით".
ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ, ვითომ? იმ ყოფაში ხარ და თავს ამ ყოფით ირთობ. სიკვდილების ცხადი მოგენატრა უკვე, დგეხარ და ძველ ბიჭებს ძველ საქმეებს ურკვევ.
ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ, ნუთუ? ერთგულია ცოლი, გააცხელა უთო. გაგიმზადებს მალე კუბოსათვის შარვალს, სიყვარული მოვა, სიყვარული წარვალს.
ივნისში თუ ცივა, დაიჯერებ მაინც? ყველაფერი ცუდი არის ბოლოს კაიც. გაფრინდება ჩიტი, მოფრინდება მუზა, და დაღლილს და სულმკვდარს თავში კარგ ლექსს გდრუზავს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1207 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|