Загрузка...
შოთა იათაშვილი - დამიზეპირე დღეს საღამოს / shota iatashvili - damizepire dghes saghamos - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » შოთა იათაშვილი - დამიზეპირე დღეს საღამოს / shota iatashvili - damizepire dghes saghamos


4:28 PM
შოთა იათაშვილი - დამიზეპირე დღეს საღამოს / shota iatashvili - damizepire dghes saghamos


დამიზეპირე დღეს საღამოს.
მერე დაწექი, დაიძინე.
დილით, როგორც კი გაიღვიძებ,
გამიმეორე.
მე ვიწვები შენ გვერდით და
ტკბილად ვიძინებ.
სიზმრად გნახავ ჩემზე თავდახრილს და
მობუტბუტეს.
გნახავ, როგორ უყვები ჩემს თავს
ხეებს, ვარსკვლავებს.
როგორ გადიხარ ქალაქში და
ყოველ შემხვედრს აბარებ საგანს,
სახელად «შოთა».

დამიზეპირე ყოველ საღამოს.
მერე იძინე ან იფხიზლე,
ხოლო დილით
ჩამაბარე ხალხსა და ნივთებს,
ლოცვას,
ბალახებს.

იქნებ ლექსი ვარ,
იქნებ კაცი,
იქნებ ბამბუკი.

დამიზეპირე.
ან, ბოლო-ბოლო, დამიზუთხე _
მე ესეც მაწყობს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1294 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0