Загрузка...
მერაბ მეტრეველი - უფალმა მეორედ მიწილადა / merab metreveli - ufalma meored mitsilada - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » მერაბ მეტრეველი - უფალმა მეორედ მიწილადა / merab metreveli - ufalma meored mitsilada


6:21 PM
მერაბ მეტრეველი - უფალმა მეორედ მიწილადა / merab metreveli - ufalma meored mitsilada


დედ-მამის სული ნუ წამიწყდება,
სიტყვას როდი ვისვრი ადვილად.
მიწაზე სიარული მავიწყდება
მე ახლა ღრუბლებზე დავდივარ.
უფალმა მეორედ მიწილადა
ტრფობა მე სიცოცხლის გვირგვინად,
იყო ღვთაებრივი იცი რა და
უცებ გაზაფხულმა იგრგვინა.
სული ხომ ზეცამდე აიზიდა,
გული ნაღვერდლებით აივსო.
აღარ დაბრუნდება მაისი და
ზოგჯერ შემოდგომაც მაისობს.
კურთხევა ყველა იმ გაელვებას,
მოღწეულს ჭექად და ქუხილად,
რასთან პარალელიც გაევლება,
თვით მზის ენერგიას უხილავს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1170 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0