Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა! / galaktion tabidze - mravaljhamier gugunebdes khma! - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 1:43 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » გალაკტიონ ტაბიძე - მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა! / galaktion tabidze - mravaljhamier gugunebdes khma!


6:24 PM
გალაკტიონ ტაბიძე - მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა! / galaktion tabidze - mravaljhamier gugunebdes khma!


მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
"მუმლი მუხასა" და "ლილეოსი",
ეგ გმირთა ჩვენთა არის სიმღერა, -
ეს სიმღერაა საქართველოსი.

მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,
გესმის არაგვის ხმა საცნაური?
გესმის თერგის და მტკვარის ხმაური? -
ეს სიმღერაა საქართველოსი.

მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის,
რომ არ უდრკება ქვეყნად არავის.
გესმის გრიალი მთებიდან ზვავის? -
ეს სიმღერაა საქართველოსი.

თავისუფლების მოყვარე ერებს,
ვით ზღვას,ვერარა ვერ შეაჩერებს.
მთა რომ იმღერებს,ტყე რომ იმღერებს, -
ეს სიმღერაა საქართველოსი.

აქ გამარჯვების დროშად წერია:
სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია!
თუ რამ სიმღერა გულს უმღერია,
ეს სიმღერაა საქართველოსი.

გმირებით სავსე,სამშობლო მხარევ,
დღეს გამარჯვების გულით მღელვარევ,
იდიდე,ამ ხმას სხვაში ვერ გარევ:
ეს სიმღერაა საქართველოსი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1049 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0