Загрузка...
სვიმონ გუგუნავა - დედა ენა / svimon gugunava - deda ena - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 1:47 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » სვიმონ გუგუნავა - დედა ენა / svimon gugunava - deda ena


6:42 PM
სვიმონ გუგუნავა - დედა ენა / svimon gugunava - deda ena


ჩემო აღმზრდელო ენაო,
აჰყვავდი იწყე ფრენაო,
გისურვებ,სხვათა ენები
შემოგნატროდეს შენაო.

ენა ცხოვრების წყაროა,უკვდავი,დაუშრობელი,
ენა კოკორი ვარდია ხალხისთვის დაუჭკნობელი,
ენა წარსულის მოწმეა და მომავლისა მშობელი,
ენა სიბრძნეა აწმყოსი,ლამპარი გაუქრობელი.

ენა აქვს კაცობრიობას კედლად და საფუძველადა,
ენა სვეტია ერისა,მასზედ სდგას იგი მრთელადა,
ენა აზრს დაასაბუთებს და შეიქმს ხორციელადა,
ენაში გამოიხატვის ბუნების ძალა ვრცელადა.

ენაა ხალხის დიდების სალარო შესანახავი,
წარსულთა საუკუნეთა შენს წინა გამომსახავი;
ენა სიწმინდის კვერთხია,უზადო,დაუზრახავი,
ენაში მოინახების ყოველი მოსანახავი.

რა ბავშვი შობოს დედამა,ძუძუ აქვს საწოვებელი,
ერთად ძუძუსთან ენაა იმისი მსაზრდოებელი;
ენა თან დასდევს,მსახურობს ვითა ერთგული მხლებელი,
ენაა მისი საკვები და მისი მაცოცხლებელი.

ენაა მანათობელი გვირგვინი ხალხოსნობისა,
ენა სულია ცხოველი იმისი არსებობისა,
ენა ჯილდოა ღვთიური კაცობრივისა გრძნობისა,
ენა ერობის ხიდია და კავშირია ძმობისა.

ბავშვი ენაში გაიცნობს თავისა გარეშემოსა,
სულიერის და უსულოს საგანთ სახელს და გემოსა,
ვინც რომ ზამთარი გაძარცვა და გაზაფხული შემოსა,
მოქალაქობის,სამართლის კერძოსი,გინდ სათემოსა.

დედას რომ შვილი მოსტაცო,აღარ აჩვენო თვალითა,
მშობლურის გრძნობით ნაწლევნი დაეწვას ცეცხლის ალითა,
ვერ შეუმცირებ სატანჯველს ვერა ყინულის წყალითა,
მაგრამ მეორეს დაბადებს ბუნებრივისა ძალითა.

თუ ხალხს სამშობლო წაართვით,ნუ შეეხებით ენასა,
და როცა ენას წაართმევთ,დაჰკარგავს ხედვა-სმენასა;
ვერ დაიბრუნებს წართმეულს,დაიწყებს კბილთა ღრჭენასა,
ბოლოს გაქრება,მოკვდება,მოსპობს სულისა ქშენასა.

არიან ზოგი ქალ-ვაჟნი ჩვენივე მიწის შვილები,
სასწავლებელში გავლილნი,სიყრმიდან ნაცოდვილები,
აღარ მოგვანან ქართველებს,გგონიათ გამოცვლილები,
თავის ენაზედ საუბარს ირცხვიან დალოცვილები.

ენა გვაქვს წინაპართაგან,ვით განძი გადმონაცემი,
და როგორც სჯული,ენაა უმაღლეს პატივსაცემი,
ვინც ენას დაამახინჯებს,იქნება მისი დამცემი,
ის ჩაითვლება საეროდ,ვითა იუდა გამცემი.

რომელიც გასცვლის უცხოზედ მშობლიურს ანაბანასა,
ის თავის ძმასაც უმუხთლებს,გულში ჩაასობს დანასა,
ვინც დედა ენით არ უმღერს თავის სამშობლოს ნანასა,
ქების წილ ზიზღით ვიხსენებ ქართველსა ამისთანასა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1403 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0