Загрузка...
ჰაფეზ შირაზელი - იხსენებოდეს ის ბედნიერი წამი - თარგმანი ვახუშტი კოტეტიშვილის / hafez shirazeli - *** - targmani vakhushti kotetishvilis - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » ჰაფეზ შირაზელი - იხსენებოდეს ის ბედნიერი წამი - თარგმანი ვახუშტი კოტეტიშვილის / hafez shirazeli - *** - targmani vakhushti kotetishvilis


6:51 PM
ჰაფეზ შირაზელი - იხსენებოდეს ის ბედნიერი წამი - თარგმანი ვახუშტი კოტეტიშვილის / hafez shirazeli - *** - targmani vakhushti kotetishvilis


იხსენებოდეს ის ბედნიერი წამი,
ოდეს მიჯნურებს ედგათ სიამის ჟამი.

იხსენებოდეს გალაღებულთა ლხენა,
მე კი თუნდ მწვავდეს მწვავე დარდების შხამი.

თუნდ სამუდამოდ გამწირონ ჩემთა სწორთა,
და დავშთე ასე დარდით გვემილი გვამი.

ჩემთა თვალთაგან ასი მდინარე მოდის,
იხსენებოდეს სხვათა ცრემლების ნამი.

იხსენებოდეს, ვისაც ჰაფეზის მსგავსად
აღრჩობს უთქმელი სევდა-ნაღველის შხამი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1320 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0