Загрузка...
ნინო როსტომაშვილი - იქნება კიდევ ათასი ფერი / nino rostomashvili - iqneba kidev atasi feri - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » ნინო როსტომაშვილი - იქნება კიდევ ათასი ფერი / nino rostomashvili - iqneba kidev atasi feri


6:59 PM
ნინო როსტომაშვილი - იქნება კიდევ ათასი ფერი / nino rostomashvili - iqneba kidev atasi feri


იქნება კიდევ ათასი ფერი,
იქნება კიდევ ფოთოლთა კვდომა
და არაფერი, და არაფერი
არ გადიქცევა ამ შემოდგომად.
იქნება კიდევ ასეთი წვა და
ასეთი ჩუმი ტკივილის განცდა,
ის, ვინაც ახლა უგულოდ წავა,
შენში დარჩება ერთადერთ კაცად.
იქნება კიდევ აპრილის თოვა ,
თეთრი ტყემლები, თეთრი ატმები,
ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა
და არ დაგრჩება გული ნატკენი.
მაინც იქნება შენში მარადის
ამ გარდასული სიცოცხლის ნდომა
და არაფერი, და არაფერი
არ გადიქცევა ამ შემოდგომად.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1308 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0