Загрузка...
ვიქტორ ჰიუგო - დილით, როცა სოფელი ... / viqtor hiugo - dilit, roca sofeli ... - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » ვიქტორ ჰიუგო - დილით, როცა სოფელი ... / viqtor hiugo - dilit, roca sofeli ...


7:02 PM
ვიქტორ ჰიუგო - დილით, როცა სოფელი ... / viqtor hiugo - dilit, roca sofeli ...


დილით, როცა სოფელი ვერცხლისფრად იელვარებს,
გუდა-ნაბადს ავიკრავ. ვიცი, როგორ მომელი.
გადმოვლახავ შორეულ ტყეებსა და მწვერვალებს.
შენთან ყოფნის წყურვილი მიპყრობს დაუდგრომელი.

ვივლი მხოლოდ საკუთარ ფიქრში გამოხვეული,
ჩემთვის უცხო იქნება ქვეყნიერი ხმაური,
ვივლი გულხელდაკრეფით, სევდიანი, ეული,
შემეცვლება უკუნით დღეთა აურზაური.

არ შევხედავ ჩამავალ მზის ოქროვან კამარას,
ვერც პორტისკენ მომავალ აფრას ლივლივს შევატყობ,
შენზე ფიქრის ამარა მოვალ და შენს სამარეს
აყვავებულ ლერწმების თაიგულით შევამკობ.

თარგმანი ფრანგულიდან - ბაჩანა ჩაბრაძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1344 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0