მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » მარინა ცვეტაევა - ლოცვა / marina cvetaeva - locva
7:05 PM მარინა ცვეტაევა - ლოცვა / marina cvetaeva - locva
ქრისტევ და ღმერთო! სასწაულსა გთხოვ ახლა, ამ წუთში, დილაადრიან! ო, გევედრები, მომეც სიკვდილი _ ცხოვრების წლები უქმად გარბიან.
შენ ბრძენი ხარ და არ იტყვი მკაცრად: `ჯერ მოითმინე, იჩქარე ნელა~. შენ მე მომიძღვენ ძალიან ბევრი, გზები მწყურია, ერთად სულ ყველა
მინდა ყოველი: ბოშური სულით დავაყაჩაღო ხალხი სიმღერით, ყველას მაგივრად მე დავიტანჯო, ამორძალივით ვიომო გზნებით.
მსურს მკითხაობა ვარსკვლავთა ჯარზე, ჩრდილიან გზებზე ბავშვის ტარება, გუშინდელი დღის ლეგენდად ქცევა, სიგიჟეებით ახლის ავსება.
მიყვარს ჯვარიცა და აბრეშუმიც, ეს სული გაჩნდა წამის ღვიძილით. ზღაპარზე კარგი ბავშვობა მიძღვენ, ჩვიდმეტი წლისას მომეც სიკვდილი.
26 სექტემბერი, 1909
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1268 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0
|