Загрузка...
ალექსანდრე პუშკინი - დავეხეტები ქუჩის ხმაურში / aleqsandre pushkini - davekhetebi quchis khmaurshi - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 1:59 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ალექსანდრე პუშკინი - დავეხეტები ქუჩის ხმაურში / aleqsandre pushkini - davekhetebi quchis khmaurshi


1:58 PM
ალექსანდრე პუშკინი - დავეხეტები ქუჩის ხმაურში / aleqsandre pushkini - davekhetebi quchis khmaurshi


დავეხეტები ქუჩის ხმაურში,
თუ ეკლესიის მესმის ლოცვები,
ან ყმაწვილ კაცტა აურზაურში
ვარ ანთებული ჩემი ოცნებით.

მე ვამბობ, წელტა გრიგალი მიდის,
და თუმცა ირგვლივ ხალხი ბევრია,
ყველას დაგვფარავს სამარის ლოდი
და ალბათ უკვე ვინმეს ჯერია.

დავაკვირდები ახოვან მუხას -
ეს პატრიარქი ტყეების დღესაც
ჩემს საუკუნეს გაუძლებს მწუხარს,
როგორც გაუძლო ჩემ წინაპრებსა.

თუ ბავშვს ვეხები გამოსარჩლებით,
მისთვის მშვიდობის თქმა დამჭირდება:
ვეტყვი - მივდივარ, შენ კი დარჩები,
მე გახრწნა მელის, შენ კი დიდება.

როცა დღე მიდის და წელიც გადის,
ჩემი ფიქრებიც მათთან დადიან,
და სასიკვდილოდ მოსული ვადის
მე გამოცნობა დროში მწადია.

სად მომეწევა სიკვდილი ბნელი?
ომში თუ ზღვაში, თუ წყალთა შინა,
თუ მზეობელად ქცეული ველი
ცივი ცხედარის გახდება ბინა.

ხომ სულ ერთია, უგრძნობელ სხეულს
სამარის ჭია სად შეესია,
მაგრამ მე მაინც მიწას შეჩვეულს
რომ მიმაბარონ, უმჯობესია.

დაე ცხოვრება სამარის კართან
გადაისალოს ცოცხალ ვარდებად,
სადაც გულცივი ბუნების კალთა
უკვდვის ეშხით აელვარდება.

1829


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1130 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0