Загрузка...
ალექსანდრე პუშკინი - დემონი/ aleqsandre pushkini - demoni - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ალექსანდრე პუშკინი - დემონი/ aleqsandre pushkini - demoni


1:59 PM
ალექსანდრე პუშკინი - დემონი/ aleqsandre pushkini - demoni


როდესაც ჩემთვის იყო ახალი
ყოფნის ყოველი შთაბეჭდილება -
ქალწულთა მზერა, მთები მაღალი,
ღამე ბულბულის ახმატკბილება,
როცა ყოველი დიადი გრძნობა,
თავისუფლება, სახელი, ტრფობა
და შთაგონება ხელოვნებისა
იყო მიზეზი ჩემის გზნებისა, -
მაშინ ბოროტი რაღაც გენია
გახდა ფარულად ჩემი მნახველი,
და იმ წუთებში, რაც მილხენია,
მან შეიტანა შავი ნაღველი.
შეხვედრა ჩვენი იყო მწუხარე:
მისი ღიმილი, თვალების ალი
და მეტყველება გესლით მდუღარე
სულს მიწამლავდა საოცარ ძალით,
იმედისა და რწმენისგან სცლიდა
ცილისწამება მისი გონებას;
მშვენიერებას ოცნებად სთვლიდა
და დასცინოდა ზეშთაგონებას.
თავისუფლებას, სიყვარულს ჰგმობდა,
იყო მქირდავი მიწის და ცისა,
და კურთხევისთვის უღირსად სცნობდა
მთელს ბუნებაში ყველაფერს ისა.

1823


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1446 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0