Загрузка...
ალექსანდრე პუშკინი - ელეგია / aleqsandre pushkini - elegia - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ალექსანდრე პუშკინი - ელეგია / aleqsandre pushkini - elegia


2:27 PM
ალექსანდრე პუშკინი - ელეგია / aleqsandre pushkini - elegia


რა მაგონდება სიხალისე გიჟური წლების,
ვით ნამთვრალევი ვიმღვრევი და უღონოდ ვხდები,
მაგრამ რაც უფრო გადის ჟამი, გულის მდაღველი,
უფრო მაგრდება ღვინოსავით ჩემი ნაღველი
გზა მაქვს მჭუნვარე, საშიშ ზღვაში მერმისის ვრცელის
აწ მარტოოდენ მწუხარება და შრომა მელის.

მაინც არ მინდა დამეფაროს ბნელეთის რიდე,
სიცოხლე მინდა, რომ ვფიქრობდე, ვწვალობდე, ვქმნიდე.
მწამს, ზრუნვით სავსე კაეშნიან დღეთა დინებას
ხანდახან შვების მცირე შუქი დაეფინება:
დავტკბები ხოლმე ჰარმონიის მშვიდი ზვირთებით,
ნაოცნებარი დამაღონებს და ავტირდები,
და ეგებ მწუხრზე სიყვარულმა გზა სიმძიმილის
კვლავ გამინათოს განშორების ნაზი ღიმილით.

1830


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1284 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0