Загрузка...
ალექსანდრე პუშკინი - მეოცნებე / aleqsandre pushkini - meocnebe - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ალექსანდრე პუშკინი - მეოცნებე / aleqsandre pushkini - meocnebe


2:32 PM
ალექსანდრე პუშკინი - მეოცნებე / aleqsandre pushkini - meocnebe


მწარე ვნებაში შენ ნახულობ სიამოვნებას,
შენ მოგწონს მწარე ცრემლების დენა.
ამაო ცეცხლით, მხურვალებით არ ღლი გონებას
და გულში ბუდობს ნაღვლიანი და ჩუმი ტკენა.
არ გყვარებია, დამიჯერე, უვიცო ბავშვო,
ნეტავი ერთხელ, ცრემლს თვალებზე რომ აღარ აშრობ,
შეგემთხვეს ნამდვილ სიყვარულის შმაგი წამება,
რომ ის შენს სისხლში დატრიალდეს შხამის ალებად,
როცა უძილო ღამის შავმა, გრძელმა წუთება,
ლოგინში ნელა გტანჯოს, მოგცეს გულის ხუთება.
გენატროს ძილი და შებრალება,
ვერც წამწამები შეკრან თვალებმა,
ეხუტებოდე შენ ქვითინით მხურვალე საბანს,
ცოფი გახმობდეს, უნაყოფო სურვილით ჯაბანს,
გჯეროდეს: ვერც კი დაიკვეხებდა
მისდამი ზიანს შენი გონება
დაეცემოდა სატრფოს ფეხებთან
და თვით ღმერთების გასაგონებლად,
გაოგნებული, ფერწასული, აცახცახებით,
რაც კი ძალა გაქვს დაიძახებდი:
”მომეცით, ღემრთნო, დამიბრუნეთ საწყალი გონი,
დამომაშორეთ ეს მაცდური სახის ჩვენება,
დიდხანს მიყვარდა: დამიბურნეთ მე მოსვენება”. . .
მაგრამ ის სახე, სიყვარული ბნელ გულის მქონი,
შენ შეგრჩებოდა მაინც მარად, როგორც ხსენება.

1818


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1192 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0