Загрузка...
ჯალალედინ რუმი - ყაზალები / jalaledin rumi - kazalebi - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ჯალალედინ რუმი - ყაზალები / jalaledin rumi - kazalebi


2:46 PM
ჯალალედინ რუმი - ყაზალები / jalaledin rumi - kazalebi


მკვდარი ვიყავ, მკვდრეთით აღვსდექ,
გლოვა ვიყავ, ლხინად ვიქეც,
სიყვარულის ჟამი დადგა,
სიყვარულის ენად ვიქეც,
ნათელი მაქვს საჭვრეტელი -
ღვთიურ ხატთა საჭრეთელი,
დამიამებს ტკივილს შხამი,
ციდან შუქთა ფენად ვიქეც.
მითხრა:რადგან ხელი არ ხარ,
ამა სახლის ფერი არ ხარ,
წავედი და მოვყევ ხარხარს,
შეშლილად და ხელად ვიქეც.
მითხრა: - წადი, არ მიყვარხარ,
თუ უგონოდ მთვრალი არ ხარ,
წავედი და ისე დავთვერ,
სიხარულის ფშვენად ვიქეც.
მითხრა: - ცუდად რატომ კვნესი,
არც თესლი ხარ, არც ნათესი,
მის სახის წინ ყველა მყესის
ტკივილამდე ჩენად ვიქეც...
მითხრა: - ჩემი ყოფნის კოცონს
სურს სიმღერით გააოცო,
წავედი და შაშვის მოდგმად,
თუ ბულბულის სტვენად ვიქეც.
მრქვა: - მცირე ხარ, დახვალ ღრეჭით,
მთვრალი ოცნებით და ეჭვით,
ვიქეც შიშად, ზარის დარი,
თუ მოყვასთა წყენად ვიქეც.
მრქვა: - სანთელი ხომ არა ხარ,
ამა ხალხის ხუმარა ხარ,
წავედი და სისხლის ჩქეფად,
თუ ცრემლების დენად ვიქეც.
მრქვა: - ბატონი რადგან არ ხარ,
არც ზეპურთა ღირსად ჩანხარ...
- არც მოლა ვარ, არც შეიხი,
შენს მონად და შენად ვიქეც
მრქვა: - აუშვებ ფრთებს და აფრებს,
სიხარულის ცაზე დაფრენ,
მე ცას ისე მივემძაფრე,
რომ ფრათამოტეხილად ვიქეც.
მითხრა: - შორს ნუ იხედები,
შენ წყარო ხარ, მე - ედემი,
არც ევა ვარ, არც ადამი,
მე აკრძალულ ხილად ვიქეც.
მრქვა: - მოთმენის ვდგავარ ქიმზე,
როს ასეთი ვნებით მიმზერ,
მე კი სატრფოს გულისპირზე
მარგალიტის ღილად ვიქეც.
მითხრა: - შენ აქ უნდა თიბო,
ნუ დამტოვებ, გულს ნუ მიპობ...
- მე სად წავალ? აქ მაქვს ლიბო,
შენი ბაღის პირად ვიქეც...
შენ მზე ხარ, მე ძეწნის მისხი,
მომაცილე მზერა ფიცხი,
ყვავილები გამოვისხი
და გულგაღეღილად ვიქეც.
მზაფრავს სიკაშკაშე ფერთა,
არსადა ჩანს ჩემი ერთა,
მე - ტალახი - ვიქეც ღმერთად,
მე სამყაროს შვილად ვიქეც.

გიორგი ლობჟანიძის თარგმანი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3316 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0