Загрузка...
მანუჩარ ლეჟავა - თუ / manuchar lejhava - tu - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » მანუჩარ ლეჟავა - თუ / manuchar lejhava - tu


2:57 PM
მანუჩარ ლეჟავა - თუ / manuchar lejhava - tu


თუ კი იჩემებ, რომ ბრძენი ხარ,
არ გაგიკვირდეს ხარხარი ხალხის,
და თუ ბრძენი ხარ ჭეშმარიტად,
არრად ჩააგდო მათი გაკილვა,
შენ გზას მიჰყევი.

თუ კი იჩემებ, რომ მეფე ხარ,
ნუ განგარისხებს შენ შური ხალხის,
და თუ მეფე ხარ ჭეშმარიტად,
დიდსულოვნად შეუნდე ყოველთ.

თუ კი იჩემებ, რომ ხარ პოეტი,
ნუ შეგაკრთობს ქილიკი ხალხის,
და თუ მართლა ხარ შენ პოეტი,
მუზათა მპყრობი,
დაწერე ლექსი,
ხანჯალივით გულის გამპობი,
გაყინულ გულის.

თუ კი იჩემებ, რომ გიჟი ხარ,
მაშინ შენს მიმართ
არ დაიშურებს ხალხი სიბრალულს,
და თუ გიჟი ხარ ჭეშმარიტად,
ბრძენსა და მეფეს
და თვით პოეტს აღემატები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1185 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0