Загрузка...
ოთარ რურუა - საქართველოში / otar rurua - saqartveloshi - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ოთარ რურუა - საქართველოში / otar rurua - saqartveloshi


3:05 PM
ოთარ რურუა - საქართველოში / otar rurua - saqartveloshi


საქართველოში თუ დაიბადე
ნუ მიეცემი ძილსა საღათას,
ურჩობისა და ღალატისათვის
თავს წაგაცლიან, როგორც პაატას.
საქართველოში თუ დაიბადე
დაგკორტნის ყვავი, ფრთებს როცა გაშლის…
სალ კლდიდან მეფის გაცემისათვის
გადაგაგდებენ ვით ყორღანაშვილს.
თუკი გადასწყვეტ ტაძრის აგებას,
უნდა ააგო ტაძარი მტკიცე;
კარგს ააგებ და ემაგ მარჯვენას
ისე მოგჭრიან, ვით არსაკიძეს.
გაიხარებენ შადიმანები,
თუ გიხილავენ ქართველს დარდიანს…
პაპანაქება სიცხეში ტანზე
თაფლს წაგისვამენ, როგორც დადიანს!..
ამიტომ უნდა მტკიცედ იდგე და
სულიერადაც არ უნდ დაეცე,
კოსტავასნაირ ადამიანებს
დღეს ქართველობა სანთლით დაეძებს.
ვიყავით, ვართ და კიდეც ვიქნებით,
მრავალჭირვარამგადახდილები…
თავისუფლების სადარაჯოზე
დგანან ახალი ავთანდილები!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1107 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0