Загрузка...
ოთარ რურუა - ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე / otar rurua - vikot mudam sikvarulit savse - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ოთარ რურუა - ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე / otar rurua - vikot mudam sikvarulit savse


3:12 PM
ოთარ რურუა - ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე / otar rurua - vikot mudam sikvarulit savse


ეჰ… ნეტავი ვინ დაგვთარსა ასე,
დარუბანდის აღარ ვდგავართ კართან,
ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე,
რომ გვფარავდეს ღვთისმშობელის კალთა.
სამებაში ისევ ვანთებ სანთელს -
როგორც ერთი ქრისტიანი კაცი,
დანდობისკენ მოვუწოდებ ქართველს,
არ მსურს იყოს განტევების ვაცი.
საქართველო გაკრულია ჯვარზე,
მაგრამ მაინც ღმერთი არის ჩვენთან,
გადავრჩებით დღეს თუ არა ხვალ – ზეგ,
თუ ვიქნებით ძველებურად ერთად.
სანამ ვცოცხლობთ – ნუ წავბილწავთ ხატებს,
რწმენით დავდგეთ დარიალის კართან,
ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე,
რომ გვფარავდეს მარიამის კალთა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1062 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0