Загрузка...
ოთარ რურუა - ვარ ქართველობის ჭირისუფალი / otar rurua - var qartvelobis chirisufali - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ოთარ რურუა - ვარ ქართველობის ჭირისუფალი / otar rurua - var qartvelobis chirisufali


3:15 PM
ოთარ რურუა - ვარ ქართველობის ჭირისუფალი / otar rurua - var qartvelobis chirisufali


… და გამომგლიჯეს ხელიდან გაგრა,
მაინც ვერ მომჭრეს ძირში მარჯვენა,
თუმც ერის შუქი დიდების ჩაქრა,
ვიწვი მერმისის გადასარჩენად.
თუმც შემიბღალეს სარწმუნოება,
არ დამკარგვია უფლის იმედი,
გული არასდროს დაემონება
მას-ვინც წამართვა მიწა მცირედიც.
დავალ… დავდივარ რწმენით ამქვეყნად,
თვით საქართველო მიფეთქავს მკერდში,
მე ვენაცვალე იმის მარჯვენას,
ვინც ააშენა ილორი ჩვენში.
ვარ ქართველობის ჭირისუფალი,
წამლად ვედები ერის იარებს,
არ მიგვატოვებს თუკი უფალი,
დრო ვერასოდეს გაგვატიალებს.
დღეს თუ ”აისი” აღარ აისობს,
მოვა ჟამი და გვიხსნის გამჩენი,
მე წავალ, მაგრამ სამარადისოდ
შთამომავლობის გულში დავრჩები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1153 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0