Загрузка...
ტიციან ტაბიძე - დადა მანიფესტი / tician tabidze - dada manifesti - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ტიციან ტაბიძე - დადა მანიფესტი / tician tabidze - dada manifesti


3:18 PM
ტიციან ტაბიძე - დადა მანიფესტი / tician tabidze - dada manifesti


ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია
სპარსული რომ ჩამოაქვს ენზელიდან
შიგ ეტევა მთელი აზიის სისულელე
და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.
რა შეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლის
ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა
თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან!!!…
ჩემს იქით პარიზია…
ელისეის მინდვრები…
ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენებს,
პოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხს
და ტრისტან ტცარა ათამაშებს ”დადას” კუკლას.
ვზივარ მოედანში… შეღებილი ინით თათარი
აგორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)
(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).
უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები
როცა სატურიის სანაოზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას
როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაიაა.
მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან
ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი
ვის უნდა შენი ნაზი ლექსები
ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან
თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.

თბილისი - 1923წ. 22.10


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1863 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: leksebi, leqsi, leksi, poeti, leqsebi, პოეტი, პოეზია, ლექსები, ლექსი, poezia | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0