მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ვაჟა ფშაველა - ლურჯას / vajha fshavela - lurjas
3:20 PM ვაჟა ფშაველა - ლურჯას / vajha fshavela - lurjas
ლურჯავ, შენც გრძნობა გქონია, როგორც კაცს, ადამიანსა: ბარით რო მთაში წამოვალ, შენ დროს ახანებ გვიანსა, მუხლში ქარს ჩამაიყენებ, დაემსგავსები ნიავსა. არ აბედენებ კლდე-ღრეებს, მკერდს იქნევ ყალამქრიანსა, შენც გული გიგებს, ტიალო, მივალთ სამშობლოს მთიანსა, კლდეზედაც კარგა მიჰფრინავ, უგზოს გზასა ჰქმნი გზიანსა. გულით მაშორვებ ვარამსა, ვარამსა ათასფრიანსა, არწივის ფრთეებს შეასხამ ჩემს ფიქრსა მრავალ-ფრთიანსა. მაყვარვებ უდაბურს ადგილს, ჭიდროსა, ნადირ-მგლიანსა, გვიან ზაფხულის მნახველსა, მწირსა და მოკლე-სთვლიანსა, - ადგილს უმთვაროს, უმზეოს, ჩვენ რომ ვეძახით მზიანსა!
1890 წ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1084 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|