Загрузка...
ზვიად კეჭაყმაძე - საშველად გელი / zviad kkechakmadze - sashvelad geli - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ზვიად კეჭაყმაძე - საშველად გელი / zviad kkechakmadze - sashvelad geli


3:22 PM
ზვიად კეჭაყმაძე - საშველად გელი / zviad kkechakmadze - sashvelad geli


ნეტა ეს წლები, სადღა მიდიან...
დროც,
ისე უცებ,
გასცილდა საზღვარს...
მე შენი წასვლა არ გამიგია
და ვდგავარ ასე ქუჩაში, სადღაც...

ჩემი ცხოვრება სავსეა ისევ...
სიცოცხლით,
სევდით,
ფიქრით,
ლექსებით...
ვიცი, მე წარსულს ვერ დავივიწყებ
და ბედსაც, ვერსად ვერ გავექცევი...

ნეტა ეს დარდი, სანამდე გასტანს...
ფიქრები გულში,
წლებია იწვის...
სიყვარულს ისევ ქარებად ვფანტავ
და ასე ყოფნა,
უშენოდ მიმძიმს...

ფიქრები ისევ ქარს შევატოვე...
მეძახის ვიღაც:
დამთავრდა,
მორჩა...
მივდივარ იქით, სადაც დაგტოვე...
იქ, სადაც
შენი წარსული მოჩანს...

მოწყენილია ახლა სამყარო...
უშენოდ ყოფნა,
ყოფილა ძნელი...
ვგრძნობ დანაშაულს,
თავი დავხარე
და მაინც,
ისევ საშველად გელი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1163 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0