Загрузка...
ბაჩო ბუღაძე - ჯარისკაცი / bacho bughadze - jariskaci - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ბაჩო ბუღაძე - ჯარისკაცი / bacho bughadze - jariskaci


3:25 PM
ბაჩო ბუღაძე - ჯარისკაცი / bacho bughadze - jariskaci


როცა საქართელოს უტევდა მტერი, როცა ტიროდა ქართველი ერი,
როცა საქართველოს სდიოდა მტვერი, იხოცებოდა ბავშვი და ბერი,
როცა ბავშვების ისმოდა ტირილი და როცა შავებს იცვამდა დედა,
როცა ისმოდა სიმწრის ყვირილი, როცა სუფევდა ჩვენს ირგვლივ სევდა,
იჯდა ხის ძირას დაჭრილი კაცი, საბრალო მტრისკენ ვეღარ გარბოდა,
ობლად მიგდებული ჩვენი ჯარისკაცი, ჩაფიქრებული მისთვის ამბობდა:
„ღმერთო მომეცი ადგომის ძალა, მე მინდა ჩვენს მტერს გული გავუპო,
მსურს რომ გავიქცე მე მტრისკენ ჩქარა, ჩემის სამშობლო მას არ გავუყო,
ღმერთო მომეცი ხელი რომ ავდგე, მსორს ჩვენი მტრების დავლიო სისხლი,
მომეცი ძალა მაგრად რომ დავდგე და რომ მოვიკლა მე მათი ზიზღი,
მწამს უნდა მოვკვდე, დავლიო სული, გახსოვდეს მუდამ მიყვარდი საქართველო,
მალე გაჩერდება მებრძოლი გული, იქაც მეყვარები ჩემო სანატრელო,
დედა მაპატიე, უკან ვერ ვბრუნდები, ვიცი შენი გული უკვე გაწამდა,
გიხსენებ დედი, ნაზად ვბრუვდები, გახსოვდეს მტერი ჩემით გამწარდა,
ქართული მიწის ვკვდები ფერებით, ძმებო მომიგონეთ, დაცალეთ ბოცა,
მე თქვენ მიყვარხართ, მუდამ გეფერებით, არ დამივიწყოთ დათვრებითროცა,
ვიცი მებრძოლნო უკვე მოვკვდები, მტერი შემაკვდა მე ათი კაცი,
მესმის რომ უკვე ვეღარ მოვრჩები, მტერი ჩვენს თვალში სულ იყო ვაცი“
თქვა და საბრალომ დალია სული, ის იქვე ხესთან, მიწაზე გაწვა,
მისთვის არასდროს მეფობდა ფული, პატივი იყო სამშობლოს დაცვა,
მართლაც ასეა ქართველი კაცი, სიკვდილის წინაც მუდამ ილოცება,
თუ კვდება ერთი ჩვენი ვაჟ-კაცი, მტერთა ათი კაცი იქვე იხოცება!
ამ ლექსის წერის დროს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ცრემლები ჩამიდგა თვალში,
ჩემო სამშობლო მე მუდამ გნატრობ, ჩვენ შენს წინაშე მუდამ ვართ ვალში!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2506 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0