მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » მამა გიორგი (ოდიშვილი) - დროო თურმე სიზმარ იყავ / mama giorgi (odishvili) - droo turme sizmar ikav
3:45 PM მამა გიორგი (ოდიშვილი) - დროო თურმე სიზმარ იყავ / mama giorgi (odishvili) - droo turme sizmar ikav
ვცდილობ, დროის შერჩევას, ვპოვე გზა სამიზნარი, ძილის სიზმარს ეჩვენება, ახლა ცხადის სიზმარი.
ახლა ძილში იარება სიჭაბუკე თავნება, რაიც ჟამთა მდინარებამ წარსულს გადაანება.
და სიზმარში ვხედავ იმ დროს, სიხარულს რომ იძლევა, ძილთან კავშირს ვეძებ მჭიდროს, მძინავს, რაც შეიძლება.
დროო, თურმე სიზმარ იყავ, ხმარობ გრიმს და მანიკურს, სიზმრიდანაც ნუ გამრიყავ, ყველაფერიდან გარიყულს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1055 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0
|