Загрузка...
ლექსი - გილოცავთ შობა-ახალ წელს / leqsi - gilocavt shoba-akhal tsels - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ლექსი - გილოცავთ შობა-ახალ წელს / leqsi - gilocavt shoba-akhal tsels


4:01 PM
ლექსი - გილოცავთ შობა-ახალ წელს / leqsi - gilocavt shoba-akhal tsels


ახალი წლის მობრძანებას შვებით ველით,
ლოცვით შორეთს გავაცილოთ წელი,ძველი,
უწმინდესო,თქვენ დაგვლოცეთ,შუბლნათელო,
არ გვენახოს საქართველო უქართველოდ!

ამ ახალ წელს დაგვაბედეთ სიხარული,
ძმამ ძმას ხელი ჩამოართვას სიყვარულით.
დედის თვალზე არ დიოდეს სევდის ცრემლი,
უფლის კარზე მოგვიმრავლეთ რწმენით მრევლი.

ჩვენც დაგვლოცე უწმინდესო,შორეთს მყოფნი,
ჩვენი ქვეყნის სიყვარულით ავადმყოფნი.
ემიგრანტებს დაგვილოცეთ ჩვენი წილი-
საქართველო,სანატრელი,ტკბილზე ტკბილი.

დაგვაბრუნეთ,აღარ გვინდა აქ დარჩენა,
დაგვილოცეთ ემიგრანტთა გადარჩენა.
დაგვილოცეთ სამშობლოსკენ გზა და კვალი,
კვლავ აგვინთეთ გულში რწმენა,ფერგამკრთალი.

სამშობლოდან შორს შევხვდებით ამ ახალ წელს,
ძველ წელს საგძლად გავაყოლებთ დარდსა და ცრემლს.
აქ ჩვენც გლოცავთ,დაესწარით მრავალ ახალს,
გვიყვარხართ და ყველა ვნატრობთ როდის გნახავთ.

იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ უწმინდესო,
უფლისაგან დალოცვილო,უდიდესო.
თქვენთან ერთად საქართველოს სულ წინ ევლოს,
გაუმრავლდეს ქართველები საქართველოს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 5913 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0