Загрузка...
ნინო მაჭავარიანის ლექსი - გული სანთელია / nino machavarianis leqsi - guli santelia - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ნინო მაჭავარიანის ლექსი - გული სანთელია / nino machavarianis leqsi - guli santelia


4:54 PM
ნინო მაჭავარიანის ლექსი - გული სანთელია / nino machavarianis leqsi - guli santelia


გული ხომ ერთია...მე,იგი გაჩუქე.
სულში ჩავაქსოვე გრძნობა.
იქნება, ფიქრების მდინარე გაყუჩდეს.
იქნება, შეწყვიტოს უშენოდ თოვა.
დარდები მოაწყდა გულს,ისევ ნიაღვრად.
სათუთად დაიპყრო იგი.
სულის სამოსელის უცნაურ ნიავქარს
სიყვარულს,მიუძღვნა ფიქრი.
შორეულ ტრამალზე,ცრემლებსაც ეძინა.
ცრემლებსაც გრძნობები ახლდა.
მინდოდა ამ გულით,შენს გულში მეტირა.
ცრემლი გამხდარიყო განცდა.
გული ხომ ერთია... ვაი თუ, გაჩუმდეს.
ვაი თუ,უშენოდ გაქრეს.
თუ გული უცნაურ სიყვარულს გაჩუქებს.
გულივე აგინთებს სანთელს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2320 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0