მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » გიორგი ოდიშვილი - არაფრის წნეხი / giorgi odishvili - arafris tsnekhi
5:16 PM გიორგი ოდიშვილი - არაფრის წნეხი / giorgi odishvili - arafris tsnekhi
გადაიჭედა ბინა არაფრით, ფართი არ ყოფნის ამდენ არაფერს, განძით მეც მდიდრებს გავუთანაბრდი, მაგრამ სიმდიდრე იმედს არ აფენს.
წნევით აწვება კედლებს საოცრად, ამ სივიწროვის მიჭირს ატანა, იქნებ,მოხერხდეს ბინის გამოცლა, ანდა არაფრის გარეთ გატანა.
გავიტანო და ვის მივაბარო, შურიანსა თუ გულქვა უნდობარს, ისეთი დროა, მთელი სამყარო, წაულეკია უკვე ქურდობას.
ბინაში ჩემთვის ადგილს არ ტოვებს, არაფრის წნეხმა დამცა თავზარი, ვუახლოვდები ზომით ატომებს, შეკუმშული ვარ როგორც კამზარი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1140 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|