Загрузка...
დათო ნიკოლაშვილი - პოეტის ღამე / dato nikolashvili - poetis ghame - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » დათო ნიკოლაშვილი - პოეტის ღამე / dato nikolashvili - poetis ghame


5:18 PM
დათო ნიკოლაშვილი - პოეტის ღამე / dato nikolashvili - poetis ghame


წვიმიან ალიონში
თუთუნი ყალიონში,
ჯიბეში მონეტებით
ვათენებთ პოეტები...
ვუმზერ ქვემოდან
ცვრიან ლამპიონებს,
ახლა ჩემს კალამს
მუზა დაიმონებს.ღამე უძილო და
ღამე მხიარული,
მეც ხომ პოეტი ვარ
მიყვარს სიარული...
უკან მოვიხედე,
მომდევს მთვარე ფიქრით,
მე და ჩემი მუზა
უფრო ჩქარა მივქრით...
როგორც ყველა ცოდვილს
მეც ხომ შემიცოდავს?მეც ხომ ისე ვბოდავ
როგორც ყველა ბოდავს?ქუჩაში ვყვირი და
გეძებ გალაქტიონ,მინდა ჩემი ცოდვა,რომ შენც მაპატიო.
ახლა სადაცაა
ალბათ გათენდება,მე ხომ პოეტი ვარ?
თავზე მათენდებაა...
ახლა ჩემი მუზა
სახლში წასვლას გეგმავს
ახლაჩემს წინ მიწა
მზის სხივს აირეკლავს....
ახლა დაიყეფებს
ზღვაზე თეთრი ჩიტი
და გზა იციმციმებს
როგორც მარგალიტი.
ღამე უძილო და
ღამე მხიარული...
ასე მთავრდება
პოეტის სიარული.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1194 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0