Загрузка...
მარი კვაჭაძე - ედემის ბაღთან / mari kvachadze - edemis baghtan - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » მარი კვაჭაძე - ედემის ბაღთან / mari kvachadze - edemis baghtan


5:19 PM
მარი კვაჭაძე - ედემის ბაღთან / mari kvachadze - edemis baghtan


ედემის ბაღთან შევნიშნე ქალი,
სპეტაკი, როგორც თოვლია მთებზე,
უჩვეულოა მისი ტუჩები
შემოდგომისთვის ალუბლის ფერზე.

მისი თვალები უძირო ცას ჰგავს ,
ცაზე ცისფერი და უფრო მეტი,
მისი ლოყები ედემის ვაშლს ჰგავს
ისიც ცბიერი და მიმზიდველი.

ედემის ბაღთან შევნიშნე ქალი,
მისი სხეული დაუნთო ალებს,
ღმერთმა პირველი ადამი შექმნა,
მისგან აჩუქა სიცოცხლე ქალებს.

აელვებული ცბიერი ქალი,
ხარბად დაყრილი ნაწნავი მკერდზე,
ქალმა ეშმაკად ამიყოლია,
გაღვიძებულმა ვნახე ჩემს გვერდზე.

ცბიერი ღამის ქარაშოტ ქარებს,
გადაულეწავს გრძნობების ბაღი,
ცბიერად ქალთან რომ ჩამეძინა
გამომეღვიძა სუსხიან მარტში.

გაღვიძებულს , მე ვნახე ბავშვი,
ცბიერი ქალის გულსავე მკერდზე,
აფეთქებული ალუბლის თვეში
ყველაზე წმინდას, შევხედე თმებზე.

მაშინ ვიგრძენი ის იყო შვილი
სექტემბრის თვეში რომ იტყვის "მამა"
ოქტომბრის თვეში გაივლის ფეხზე,
დეკემბრის ბოლოს საჩუქარს ნახავს.

ედემის ბაღთან შევნიშნე ქალი,
მასში ორსული ჩაგორდა მთვარე,
მეცხრე თვის ბოლოს გვეყოლა ვაჟი,
მაშინ მადლობა ვუთხარი ღამეს.

და ჩემი ცოლი, ისევ სპეტაკი
აღარ ვამსგავსე იმ ცბიერ ქალებს,
მე არ მიყვარდა ედემის ბაღში ,
მაგრამ ორსული ცოლად ვიმსგავსე.

ედემის ბაღთან შევნიშნე ქალი,
სპეტაკი, როგორც თოვლია მთებზე,
უჩვეულოა მისი ტუჩები
შემოდგომისთვის ალუბლის ფერზე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1173 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0