Загрузка...
იმედა აბუსელიძე - მე რომ შენს გამო სამყარო მინდა / imeda abuselidze - me rom shens gamo samkaro minda - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 1:42 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » იმედა აბუსელიძე - მე რომ შენს გამო სამყარო მინდა / imeda abuselidze - me rom shens gamo samkaro minda


6:10 PM
იმედა აბუსელიძე - მე რომ შენს გამო სამყარო მინდა / imeda abuselidze - me rom shens gamo samkaro minda


თითქოს და ისმის ჩუმი გოდება
და უშედეგო ტკივილი ტანში,
იხსენებს წარსულს და მოგონებად
რჩება ფიქრებში, წარუშლელ კვალში.

შენ მოგონებად არ უნდა დარჩე!
ფიქრიდან ფიქრში ქარიშხლის მსგავსი,
ათრთოლებს სხეულს კანკალით სავსეს
და მთვარეც ფიქრებს კითხულობს ღამით.

განა რას ვეძებ ან უსაშველო?
მე რომ შენს გამო სამყარო მინდა!
მთვარემ თანხმობით უსიტყვოდ მენდო
ეს ყველაფერი ყველაფერს ღირდა.

და რომც დამტოვო, წახვიდე ცივად,
ჩამქრალ სანთვლად გადავიქცევი,
მე იმ სანთლისთვის ტაძარი მინდა
რომ შენი ნატვრით კვლავ ავინთები.

ანთებულ სანთელს სიბნელე ახრჩობს
და ქარიშხალი შეარხევს სანთელს,
თითქოს და მივალ მე ისევ მარტო
განწირული ხმით მივყვები ლანდებს.

უიმედობით ფიქრში გართული,
გზა აბნეული, დარდიც გამქრალი
და უკან მოჰყვა ჩუმი წარსული
იქ სანთელია ყველა ჩამქრალი...
„ იმე-იმე “
12.06.13
მიძღვნილია: „ ნ.მ ”


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1274 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 imedaabuselidze  
0 Spam
სხვა ლექსები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.facebook.com/pages....1904548

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0