მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » გიორგი ლეონიძე - ეს დღე ჩემია / giorgi leonidze - es dghe chemia
6:12 PM გიორგი ლეონიძე - ეს დღე ჩემია / giorgi leonidze - es dghe chemia
ეს დღე ჩემია, ეს დღე ჩემია, არცა ბესიკის, არცა ვაჟასი! გული მათ გულზე მიმიბჯენია, გავრთულვარ ლექსის გამოჩარხვაში.
ჩემი სულისგან არი დაწნული\' ეს დღე, ეს წამი და ეს საათი! შიგ ჩემი სუნთქვა არის დაცული, ვმღერი ვარდებში, როგორც საადი.
მეც იქ მაქვს გული, სადაც აქვს შოთას, სამშობლოსათვის მეც იქ ვილოცავ, მეც იქა ვღელავ, სადაც ის შფოთავს, _ გინდაც ჩამთვალეთ სასაცილოდაც...
შადრევნისა და შავარდნის ხმებით მიმღერია და ვიმღერებ კიდევ! მე _ ხალხის გულთან გულის შეხებით კვლავ ახალ-ახალ ცეცხლს წავიკიდებ!
და სიყვარულით დამდნარმა შხივად, სამშობლოვ, შენთვის რაღა ვინატრო? მინდა, რომ სიმი გადმექცეს სხივად, სადღაც ორწოხი ამოგინათო!
მინდა ვიყიდო ქვეყნის წამლები, რათა შევესწრო იმ დღის დანახვას, რომ მომძახოდნენ შთამომავლები: _ იცოცხლე, გოგლა, შენ ჩვენთანა ხარ!.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1135 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|