Загрузка...
გიორგი ლეონიძე - მეცამეტე საუკუნე / giorgi leonidze - mecamete saukune - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » გიორგი ლეონიძე - მეცამეტე საუკუნე / giorgi leonidze - mecamete saukune


6:14 PM
გიორგი ლეონიძე - მეცამეტე საუკუნე / giorgi leonidze - mecamete saukune


მოჰქრის ურა ცხენი
მონგოლური დაღით,
ზედ შავი თარაქამა
ვერ უსწორებს აღვირს
და კალია მჭამელი
უკან სვეტად მისდევს
მუზარადის მტვერით
დაბნელებულ მინდვრებს.

ვერ უძლებენ მთები
მულიდების ყივილს,
საყვიორებით ზურნით
დროშების ტყე წივის,
ბრწყინავს თათრის ხმალი,
ბრწყინავს თათრის ჩალმა,
მოდის ჩინგისხანი,
გზა გაცეცხლა ალმა.

ხვალ ნახავთ კალიებს
მინდვრის დალაქებს,
გაშანთულ მიწის ქერქს
დათხრილ ქალაქებს.

მდინარეს შემწვარს,
მდუღარე გიშერს,
შანშას,შარვაშას,
მხარგადაკრულს,შიშველს.

ხვალ ნახავთ სახლებზე
ღრიანკალს,ბუს,
დამდნარ გალავნებს,
გოგირდის ბურს.

მოედნებზე აზელილ თმას და ტვინს,
აჩეხილ ფალავნებს...
ცხენის ქაჩაჩში ჩარჩენილ თავთავს,
უზანგში-მტევანს,
ვენახში-სამარეს,
ნაფუძნებს თეთრი ძვლით მოთესილს,
მეწყერებს, ტრამალებს, ტრამალებს.

ხვალ ნახავთ სისხლით აივსება
წყაროზე ტაგანი
და ვერცხლის ნაჭედ იატაგანით,
კეთრით,ბუგრით ივლის
მხარგრძელი ანგელოზი,
მონგოლური ანგელოზი
დაადგება თბილისს,
ქალაქის გულს დაბეჭდავს,
გულში სიკვდილს დათესს,
და ქართლი განკვართული
ნაპრალებში,მღვიმეებში
ჩააყენებს ნათელს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2819 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0