Загрузка...
გივი ავალიანი - ასე მუდამ / givi avaliani - ase mudam - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 8:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » გივი ავალიანი - ასე მუდამ / givi avaliani - ase mudam


6:15 PM
გივი ავალიანი - ასე მუდამ / givi avaliani - ase mudam


ასეა მუდამ... და ნოემბერს წვიმებს ასევენ,
ყოველი ღამე წინა ღამის ანალოგია.
ჩავარდნილი ხარ ქვეყანაში, სადაც ასევე,
სამშობლო შენი ჩავარდნილი არის ლოგინად.

ქედის მოდრეკა მე არ ძალმიძს ძვირფასო შენებრ,
იცი, ჩაქოლვა ჩამისაფრდა სადღაც ახლოში,
რა ვქნა, ხალხისთვის თბილი ბინა ვერ ავაშენე,
რიყედან ქვესკნელს მიმათრევენ სინდისგათოშილს.

ვიკრეფ ძალას და უნებურად ჩემს თავს დავნებდი,
სული მოვიმკე, თუმცა სარჩოს მიჭირს მიხედვა,
მუხლებნატკენმა დავიწყევლე ღმერთო თავბედი,
და ღვთისმშობელი სამი ცრემლით ტკივილს მიხვევდა.

ასეა მუდამ... და ნოემბრის დღეებს მასევენ,
ღამე დღეა და დღე ღამეა, მიჭირს გაგება.
ბევრი ვიარე ქვეყანაზე, სულშიც ასევე,
რაღა სულია- სული თუკი გზა არ ა(გ)ებნა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1140 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0