Загрузка...
გივი ავალიანი - დღეა ჩვეულებრივი / givi avaliani - dghea chveulebrivi - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » გივი ავალიანი - დღეა ჩვეულებრივი / givi avaliani - dghea chveulebrivi


6:16 PM
გივი ავალიანი - დღეა ჩვეულებრივი / givi avaliani - dghea chveulebrivi


დღეა ჩვეულებრივი... სული ვერ დავამშიე,
უჩვეულო არაა, მიჭირს ქების მოხდენა,
ისტორიას აჩუქებს ეს საღამო ნაშიერს,
მერე თვალის ახელით ზღვის გაყოფა მოხდება.

მიჭირს სინამდვილიდან სასურველის გატანა,
ჩრდილის საბან დახურულ ყოფნას ისე ვასრულებ,
ვერ ვპოულობ სიზმრებში მეტაფორის ნატამალს,
როცა მოგონებებით ამოივსო სასულე.

არარსებულ გრაგნილზე მომავალი მოვხაზე,
აწი , ჩაძიება და ამოხსნაა აფსურდი.
არ მეტყობა უფალო ნუთუ მიხრვრა-მოხვრაზე,
როდის დავიწყები და ბოლოს როდის დავსრულდი?!

თუმც რატომღა ვკითხულობ - ბედს არასდროს ვუჩივი,
ძაღლი აღარ უყეფს და გულზეც არ ეხატება,
ახლა ბოროტებაა მეტნაკლებად გულჩვილი,
ხოლო სინანულია მობუზული ხატებთან.

მორჩა, ეს დღეც ჩაბარდა ისტორიას უმწეოდ,
ქუჩა-ქუჩა მეძება , ვერ მიპოვნა ღირსებამ,
შენ მუდამ მიმეორებ : ნაყოფს აკვანს ვურწევ-ო,
განუკითხავ ღამეებს ძეგლი არ ეღირსებათ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1130 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0