Загрузка...
გიორგი ოდიშვილი - მოგხვდება / giorgi odishvili - mogkhvdeba - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » გიორგი ოდიშვილი - მოგხვდება / giorgi odishvili - mogkhvdeba


6:20 PM
გიორგი ოდიშვილი - მოგხვდება / giorgi odishvili - mogkhvdeba


როცა უტევენ სიმართლეს,
ქვეყანა როცა ოხრდება,
ეშმაკი ყურით მიგათრევს,
სიმართლის გამო მოგხვდება.

თუ კი სიკეთეს მსახურებ,
აგიმხედრებენ გადიებს,
ბოროტი შემოგახურებს
გმირობას ვინ გაპატიებს.

და თუ შიშისგან მოგედო
გრძნობის ფერფლი და ნაცარი
მორჩა, დამთავრდა, პოეტო,
სიცოცხლის აზრი რაც არის.

გაგთელავს ნიჭის მომფენი,
ზეცის ატყდება განგაში,
და სულის უარმყოფელი
ჩაიმარხები ნაგავში.

როცა ქვეყანა იქცევა,
სიმართლე როცა ოხრდება
ბრძოლიდან თუ გაიქცევი,
სიკვდილზე მეტი მოგხვდება.

2005 წ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1151 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0