Загрузка...
გიორგი ოდიშვილი - სიმარტოვე / giorgi odishvili - simartove - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » გიორგი ოდიშვილი - სიმარტოვე / giorgi odishvili - simartove


6:23 PM
გიორგი ოდიშვილი - სიმარტოვე / giorgi odishvili - simartove


ახლა ნატრობ, ბუზი მაინც
შემოფრინდეს გარედან,
რა იცოდი, ბედი სულში
ნაღველს თუ გადარევდა.

წევხარ,ტანჯვის წუთებს ითვლი,
და დღეები გადიან
თავზე გადგას სიმარტოვე,
ვით ერთგული გადია.

გათენდება ორ საათში,
გათენებაც გაჭირდა,
თავს წამოწევ, იქნებ გამვლელს
თვალი მოჰკრა ფანჯრიდან.

გათენდება ღამის ტკივილს
დილა შეამსუბუქებს.
ქარი ანჯღრევს არ ასვენებს.
სახურავის თუნუქებს.

დრო შრიალებს, დრო ჩურჩულებს,
დრო ძველ ამბავს გიყვება,
მიდის ფიქრის ეშელონი,
ლიანდაგებს მიჰყვება.

რა იცოდი, ბედი სულში
ნაღველს თუ გადარევდა,
ახლა ნატრობ, ბუზი მაინც
შემოფრინდეს გარედან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1597 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0