Загрузка...
მარი კვაჭაძე - სულო ძლიერო დაჩოქდი ღამე / mari kvachadze - sulo dzliero dachoqdi ghame - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » მარი კვაჭაძე - სულო ძლიერო დაჩოქდი ღამე / mari kvachadze - sulo dzliero dachoqdi ghame


6:31 PM
მარი კვაჭაძე - სულო ძლიერო დაჩოქდი ღამე / mari kvachadze - sulo dzliero dachoqdi ghame


გაკადნიერდი შენ გულო ღამე
და გააღვიძე მშფოთვარე სული,
დრო დაემსგავსა უსწრაფეს წამებს
და გაიჟღინთა სიცოცხლე შურით

დრო დამთავრდება, ვერ იტყვი სათქმელს
რაც კი ცოდვები ბუდობს მის გულში,
დრო ვერ აშორებს ცოდვებს იმ სახეს,
რაც ძლიერდება ნელ-ნელა სულში.

სულო ძლიერო, გაუტყდი ქარებს
და დაანახე სისუსტე გულის,
ჩამოაშორე ნიღაბი სახეს
და სამშვიდობო იპოვე სულის.

სულო ძლიერო დაჩოქდი ღამე,
მთვარის სიჩუმეს მიუგდე ყური,
ხელი ააპყრე უძირო ზეცას
და ღმერთს შესთხოვე შენდობა სულის.

ყველა ცოდვები ეძიე შენში,
მონანიებით მოკეცე მუხლი,
უწმინდურ გრძნობებს აღწიე თავი,
რომ შენი მტერი აღივსოს შურით.

შენი ცხოვრება დაუთმე ქაჯებს,
სულის სიბილწე უბოძე ძღვენად,
და უცოდველი წარსდექი ღმერთთან.

სულო ძლიერო გაქარწყლდი,გაქრი
შენ უძლური ხარ, იწვი ალებად.
შენში სიკეთე ეძიებს სამყოფს
და გესახება წმინდა ხატებად
26.03.2013


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1105 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0