Загрузка...
გიორგი ოდიშვილი - რა დრო გასულა / giorgi odishvili - ra dro gasula - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » გიორგი ოდიშვილი - რა დრო გასულა / giorgi odishvili - ra dro gasula


6:32 PM
გიორგი ოდიშვილი - რა დრო გასულა / giorgi odishvili - ra dro gasula


გამოიყოლა მყრალი სუნი ზღარბმა სოროსი,
თუ აკვირდებით წინა ფეხით არის ცაცია,
რა დრო მოსულა პირველ კაცობს ვიღაც სოროსი,
საცივი კიდევ თორმეტჯერ რომ გადააცია.

ვარდობის თვეში ნარ-ეკალმა რარიგ ივარდა.
ჩემთვის ყოველგან საძულველი იყო შაგრენი,
გულო ოცნება ზყააპარს იქით გადაგივარდა,
სად ბაბილონის ირევიან ზღვა სიმაგრენი.

ვოლტორნებს ჩიმთვის სიხარული, გულო, შესთხოვე,
მჭკნარ ყვავილების მწუხარებას უკრავს ფლეიტა,
სამყაროს ცენტრში ვესალმები ლუდვიგ ბეთჰოვენს,
უბეთჰოვენოდ ამ მთვარესაც უკვე ვერ ვიტან.

შავი ბერდანკით წიწამურთან ვიცი, ვინც მოჰკლეს,
სანდრო გაგიჟდა მთვარემ ნისლი გადაიკარა,
თიბათვის მერე ორბიტაზე მზე გზას იმოკლებს,
და კუკიაზე თავის საფლავს ეძებს ნიკალა.

ოძდაათ ვერცხლად ეს სამყარო რადგან აწონეს,
პროკრუსტეს ტახტზე სიმართლეკვნესს ტანჯვით, მწოლარი,
ვერავითარი ძალა ჩემს სულს ვერ მოაწონებს,
უსიყვარულოდ რაც რამეა მოსაწონარი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1315 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0