Загрузка...
ბექა ბაღაშვილი - და როცა იყო 4 წლის ქრისტე / beqa baghashvili - da roca iko 4 tslis qriste - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ბექა ბაღაშვილი - და როცა იყო 4 წლის ქრისტე / beqa baghashvili - da roca iko 4 tslis qriste


6:35 PM
ბექა ბაღაშვილი - და როცა იყო 4 წლის ქრისტე / beqa baghashvili - da roca iko 4 tslis qriste


და როცა იყო 4 წლის ქრისტე,

უფრთხოდა ღამის ქუჩებს და წყვდიადს,

სარკმელთან იჯდა და შესცქეროდა

როგორ წყდებოდა ვარსკვლავი ცის თაღს.

და როცა ქრისტე ხატავდა ბალახს

სახლის კედლებზე, მერე ეზოში-

თითებზე გრძნობდა უხილავ ძალას,

ძალას სინათლის, ძალას აღდგომის.

ეეჭვებოდა სიტყვები დედის:

შენ რჩეული ხარ, შენ უნდა აღსდგე!

არ ესმის დიდად,

სად უნდა აღსდგეს?

ან რომელ კვირას,

ან რომელ დილით...

მწერების ხვრინვა, ხან წვიმის თქეში

მოთენთავს, მერე ძილისკენ უხმობს.

სიზმრებში ხედავს ყოველ დღე მოხუცს,

მოხუცი მისდევს გიგანტურ ურემს.

შეშინებული ძილში გაჰყვირის,

გთხოვთ შეაჩეროთ მოხუცის ტანჯვა.

აღელვებული ზმანების ცეცხლში

იწვის და ნუგეშს ავედრებს პალმას.

პატარა ქრისტეს არ ესმის დიდად,

ეს ღამეები როდემდე გასტანს,

ან რატომ არის რომ მის სხეულში

ორი სულია არავის მსგავსად...

და როცა იყო 4 წლის ქრისტე,

უფრთხოდა ღამის ქუჩებს და წყვდიადს,

სარკმელთან იჯდა და შესცქეროდა

როგორ წყდებოდა ვარსკვლავი ცის თაღს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1184 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0