Загрузка...
ნინო მაჭავარიანი - წერილი მას / nino machavariani - tserili mas - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ნინო მაჭავარიანი - წერილი მას / nino machavariani - tserili mas


7:04 PM
ნინო მაჭავარიანი - წერილი მას / nino machavariani - tserili mas


თუ მოგინდება მიპოვი წყალში,
პეშვში მიპოვი წყალის შესმამდე
და თუ დამკარგავ ვიქნები ქარში,
ქარში, ტოტებზე, ფოთოლთ შესხმამდე.

თუ გაუყვები ბილიკს ეული
სურნელში მპოვებ ბიბინა ველზე,
ნაზი იების ფერთა რჩეული,
დაგეკიდება ფიქრებად მკერდზე.

ამასაც თუკი ვეღარ გაიგებ,
ნამში სასახლეს ავაგებ შენთვის
და მერე ფიქრებს მოლზე დაგიგებ,
იების ველზე გრძნობებად ფერხთით.
თუ გსურს კენჭებშიც გავჩნდები გზებზე,
რომ გამოიცნო, რომელი, სად ვარ
ცისფერ ღრუბლებად გავწვები მზეზე,
ნიავში მაინც შეგხედავ ნაზად...

იცი? ზაფხული ვიქნები თუნდაც,
თუნდ - კოინდარი, თუნდ - პურის ყანა,
ოღონდ მიპოვო, მომძებნო უნდა,
მათი ბიბინი აღიქვა ქალად.

ან შემოდგომა ვიქნები შენთვის,
წვიმის წვეთებში დავრჩები დარად.
ან გაზაფხული თამამი, შლეგი,
შენთვის ვიქნები მაცდური არა.

ხან ფოთლის თრთოლვად ვიქცევი უმალ,
ატმის ყვავილში მიპოვი უცებ,
ცვრიან ბალახზე ვიქნები უხვად,
თუკი შეახებ სათუთად ტუჩებს.

მოდი, მომძებნე, მიპოვე მეთქი!
ფიქრებს ესტუმრე და ფიქრის კვალად
გრძნობას ყოველთვის რაღაცა ეთქმის,
გულში მიპოვი? - მეძებე ხვალაც!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1176 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: leksebi, leqsi, leksi, leqsebi, poeti, პოეტი, ლექსები, პოეზია, ლექსი, poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0