მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » ნინო მაჭავარიანი - გაზაფხულს / nino machavariani - gazafkhuls
7:06 PM ნინო მაჭავარიანი - გაზაფხულს / nino machavariani - gazafkhuls
იებმა ღიმილით შემიკრა საკინძე. ენძელამ ამბორი მძივებად ამასხა. გაზაფხულს ვეძებდი... ვიპოვე ყვავილზე... რომელსაც ფიქრებმა, გრძნობები დაარქვა. პატარა სამყარო გაიხსნა ეული. სიყვარულს ეახლა მაყარი სულისა. ქარით შემიმოსა ოცნების სხეული... სუნთქვათ გადაიქცა სიმღერა გულისა. მერე შორიახლო...თითქოს ქვაფენილზე გაზაფხულს ხელმკლავი გამოსდო თოლიამ. ამასობაში კი... სურნელით გამთბარი გრძნობას, მასპინძელი გრძნობები ჰყოლია.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1227 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0
|