მთავარი » 2014»სექტემბერი»17 » ნინო მაჭავარიანი - თეთრი ვარდების თოვლი მოსულა / nino machavariani - tetri vardebis tovli mosula
7:11 PM
ნინო მაჭავარიანი - თეთრი ვარდების თოვლი მოსულა / nino machavariani - tetri vardebis tovli mosula
თეთრი ვარდების თოვლი მოსულა. მივყვები შარას,შენით რომ ათოვს. ეს სიყვარული ფიქრით მოცულა. ნაფეხურებით აჩნია ნათოვს. ლამაზ თოვაში ჩნდება ოცნება. ოცნება ცისა,მუსიკის ჰანგით და შორიახლოს გრძნობის ლოცვებად ხელისგულებზე მადნება ვარდი. თეთრი ვარდები,თოვლის ფიფქების გრძნობით შევსილი უკრავს როიალს და ფარატინა სულის თითები ცხოვრების გზაზე, ვარდის თოვლია.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..