Загрузка...
მარიამ კვაჭაძე - გალაკტიონს / mariam kvachadze - galaktions - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-22, 1:36 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » მარიამ კვაჭაძე - გალაკტიონს / mariam kvachadze - galaktions


7:19 PM
მარიამ კვაჭაძე - გალაკტიონს / mariam kvachadze - galaktions


აქეთ ფურცლები ტირიან,
იქით კალამი ამბობს:
რატომ დავწერე სიტყვები
ის რომ უძღვნიდა სატრფოს.
როგორ ვერ მივხვდი ამ ლექსში
გამოთხოვება ჭარბობს,
ვიდრე პოეტის სათქმელი,
მის გამხელას რომ ლამობს.
როგორ ვერ მივხვდი იმ ღამეს,
ქარი დაძინებას აღარ აპირებდა
და გალაკტიონს ფიქრის მორევში
უბედურებაზე აფრთხილებდა.
ღამე პოეტების საფარია,
სადაც სიტყვებსა აქვთ გასაქანი,
ღამე იმ უფსკრულის დაქალია,
შიგ რომ ჩაგითრევს და არ გაქვს
წასავალი.
ღამე მდუმარების საათია ,
გალაკტიონის კანკალებს ხელი,
მან დაასრულა,ლექსი დაწერა
და სათაურად დატოვა "მერი".
ეჰ,გალაკტიონს რა ვუთხარი,
ღამე დარაბებთან რა უნდოდა,
სულში ფორიალი ასტეხია,
ლექსის დაწერაც კი არ უნდოდა.
ქარი ძლიერდება ,ფანჯრებს ამსხვრევს,
ბოლოს გაიხსნება დარაბები,
გალაკტიონიც ისე გაფრინდება,
როგორც ქარში მისი ქაღალდები.

26.01.2013


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1203 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0