Загрузка...
მელი თურმანიძე - ძაღლივით გიყეფს, ალეწილი სინდისის ქენჯნა / meli turmanidze - dzaghlivit gikefs, aletsili sindisis qejna - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » მელი თურმანიძე - ძაღლივით გიყეფს, ალეწილი სინდისის ქენჯნა / meli turmanidze - dzaghlivit gikefs, aletsili sindisis qejna


7:31 PM
მელი თურმანიძე - ძაღლივით გიყეფს, ალეწილი სინდისის ქენჯნა / meli turmanidze - dzaghlivit gikefs, aletsili sindisis qejna


ძაღლივით გიყეფს,
ალეწილი სინდისის ქენჯნა,
ათასჯერ მოკვდი დუელში და
გაცოცხლდი ისევ!
ათასმეერთედ გადალესავს,
ცხოვრება სიტყვებს
და შენც ჯიუტად, ამჯერადაც,
სეკუნდანტს ეძებ!
თითქოს კაცური ველურობით
გინდება ომი.
სიტყვას (დამბაჩას) მოიმარჯვებ
შენაც უგულოდ.
იცი, რომ მერე გაიღვიძებს,
შენში ტკივილი,
მაინც უგნურობ!
ამა ქვეყნიურ ომში, ალბათ
არ დაეცემი!
სწორედ ამიტომ,ალეწილი
სინდისი გიყეფს.
მერე კი ისევ ადუღდება
სურვილი ომის,
და კვლავ კაცური ველურობით,
დანიშნავ დუელს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1575 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0